ავტორი:

"ახლა ვადამდელისთვის ბრძოლა ერთი და იგივე ნატკეპნი გზის გავლაა... კამპანია არაა ქუჩაში დგომა და დროშის ქნევა" - შოთა დიღმელაშვილი

"ახლა ვადამდელისთვის ბრძოლა ერთი და იგივე ნატკეპნი გზის გავლაა... კამპანია არაა ქუჩაში დგომა და დროშის ქნევა" - შოთა დიღმელაშვილი

მოძრაობა "სირცხვილიას" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელითაც ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.

"შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. "ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მისაღწევად მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები განხორციელდება. ამასთან, გაიმართება მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ რეჟიმში კომუნიკაცია.

დიღმელაშვილის აზრით კი, ახლა ვადამდელისთვის ბრძოლა ერთი და იგივე ნატკეპნი გზის გავლაა და აუცილებელია, ოპოზიციამ უკვე დაიწყოს კამპანია 2024 წლის არჩევნებისთვის...

შოთა დიღმელაშვილი:

"ახლა ვადამდელისთვის ბრძოლა ერთი და იგივე ნატკეპნი გზის გავლაა, რომელიც არც 2023 წლის ვადამდლამდე მიგვიყვანს და არც ოპოზიციის მზაობამდე 2024 წლის არჩევნებისთვის.

ამასთან, "ქართულ ოცნებას" მისცემს არგუმენტს საკუთარი პროპაგანდისთვის და საერთაშორისო ლობინგისთვის, რომელთა გამოყენებითაც კანდიდატის სტატუსის ვერმიღების ბრალეულობას ოპოზიციას გადაუნაწილებს როგორც ეს შარლ მიშელის ხელშეკრულებასთან მიმართებაში მოხდა.

აუცილებელია, ოპოზიციამ უკვე დაიწყოს კამპანია 2024 წლის არჩევნებისთვის. კამპანია არაა ქუჩაში დგომა და დროშის ქნევა. ეს უკანასკნელი უბრალოდ წარმატებული კამპანიის შედეგია".