ავტორი:

"შეეშვით მისი პოლიტიკაში ჩართვის ან მასთან აფილირების მცდელობას. ხვიჩა კვარაცხელია საერთო ეროვნული გამარჯვების სიმბოლოა" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

"შეეშვით მისი პოლიტიკაში ჩართვის ან მასთან აფილირების მცდელობას. ხვიჩა კვარაცხელია საერთო ეროვნული გამარჯვების სიმბოლოა" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

იტალიური "ნაპოლის" წარმატებულ ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე სამშობლოში შექმნილ აჟიოტაჟს "ლელოს" ლიდერი ბიზნესმენი და პარლამენტარი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება.

"ხვიჩა კვარაცხელია არა მარტო ფეხბურთს აცოცხლებს და იმედს იძლევა, არამედ ქმნის მუხტს, რომ გამარჯვება შესაძლებელია, იძლევა მაგალითს, რომ თავდაუზოგავ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი! შეეშვით მისი პოლიტიკაში ჩართვის, ან მასთან აფილირების მცდელობას. ხვიჩა კვარაცხელია საერთო ეროვნული გამარჯვების სიმბოლოა და დღეს ყველას ვალია მას მხარი დავუჭიროთ და გავამხნეოთ, ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე! ასეთი მაგალითები უნდა გვაერთიანებდეს საქართველოსთვის!" - წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

იხილეთ ასევე: