ავტორი:

"სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან... რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი, ის ჩავიცვი" - რას პასუხობს კობახიძე მისი მაისურის გამო ატეხილ აჟიოტაჟს?

"სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან... რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი, ის ჩავიცვი" - რას პასუხობს კობახიძე მისი მაისურის გამო ატეხილ აჟიოტაჟს?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კალათბურთის მატჩზე ფეხბურთის მაისურით მისვლის გამო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც ამ ამბავზე ხმაური ატეხეს, სპორტში ვერ ერკვევიან.

"სპორტიც არ ესმით ამ ადამიანებს. ჩვეულებრივი მოვლენაა... კალათბურთზე ადამიანები ბრეტელებიანი მაისურებით არ დადიან და ევრობასკეტს თუ აკვირდებით, ხშირად ნახავთ, რომ საფეხბურთო მაისურებით დადიან. იგივე ხდება წყალბურთზე, ჰოკეიზე... სასაცილოა ეს თემა და აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან ეს ადამიანები. რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული, ის ჩავიცვი...

ეს მაისური იყო ხვიჩა კვარაცხელიას ნომრით დამშვენებული. ორმა ტელევიზიამ გაავრცელა ეს ფოტო იდენტური ტექსტით. ეს ორი ტელევიზია ხვიჩა კვარაცხელიას აგინებენ, ადამიანს, რომელსაც ქვეყნის სახელი მსოფლიოში გააქვს" - აღნიშნა კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კობახიძე ეროვნული ნაკრების საკალათბურთო მატჩს საფეხბურთო ნაკრების მაისურით დაესწრო, რასაც სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები "ევრობასკეტ 2022"-ის პირველ მატჩს ახალ სპორტის სასახლეში ბელგიის წინააღმდეგ ატარებდა.

ნახეთ ვიდეო: