ავტორი:

28 წლის ქალის თქმით, ის ლას-ვეგასის აეროპორტში იმის გამო დააკავეს, რომ "ზედმეტად კარგად გამოიყურებოდა" - რას ამბობენ სამართალდამცავები?

28 წლის ქალის თქმით, ის ლას-ვეგასის აეროპორტში იმის გამო დააკავეს, რომ "ზედმეტად კარგად გამოიყურებოდა" - რას ამბობენ სამართალდამცავები?

ლას-ვეგასის პოლიციის განყოფილების ცნობით, 28 წლის ქალი იმის გამო დააკავეს, რომ მან რესტორანში კვების საფასური არ გადაიხადა. ასე არ ფიქრობს თავად დაკავებული: ჰენდ ბუსტამი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ის ოფიცრებმა იმიტომ დააკავეს, რომ "მასავით ლამაზი არავინ უნახავთ“, ქალი მათ შევიწროვებაში ადანაშაულებს.

ლას-ვეგასის საინფორმაციო სააგენტო, 8 News Now იტყობინება, რომ პოლიციის ჩანაწერების მიხედვით, ქალმა აეროპორტის ქცევის წესები დაარღვია და ჰარი რეიდის საერთაშორისო აეროპორტის შიგნით მდებარე Chili's-ის რესტორანი გადასახადის გადახდის გარეშე დატოვა. პოლიციამ აეროპორტში მასზე ძებნა გამოაცხადა და საბოლოოდ, ბუსტამი ბარგის ჩაბარების ადგილზე იპოვეს. როცა ოფიცრები მის დაკავებას ცდილობდნენ, ბუსტამი წინააღმდეგობას უწევდა და ამბობდა, რომ "პოლიციელები მას იმიტომ ავიწროვებდნენ, რომ მასავით ლამაზი ქალი არ ენახათ“.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი პოლიციას შეფურთხებითაც ემუქრებოდა და ვიდრე მის დაკავებას ცდილობდნენ, ამტკიცებდა, რომ ოფიცრები გარყვნილები იყვნენ და მისი გაუპატიურება სურდათ. ბუსტამი 1 000 დოლარის გირაოთი გაათავისუფლეს და სასამართლოს წინაშე 27 ოქტომბერს წარდგება.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა