ოკუპანტების მიერ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ "ტელეგრამზე“ დაწერა.
"კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება“, - აცხადებს რეზნიჩენკო.
მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა დღეს დილით კრივოი-როგი დაბომბეს და ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.