ავტორი:

"წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლიდა სპორტსმენების სიყვარულს" - ხაბეიშვილი კობახიძეზე

"წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლიდა სპორტსმენების სიყვარულს" - ხაბეიშვილი კობახიძეზე

წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლიდა სპორტსმენების სიყვარულს. მესმის, შეუმდგარი კაცია, თავისი პრობლემები ეყოფა, გავრილოვი ჩამოიყვანა აქ და ალბათ, მთელი თავისი ცხოვრება ამ ნაგავს და ჭუჭყს ვერ მოიშორებს, - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.

ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს რუსეთში უნდა, ხალხს კი ევროპაში.

"მესმის მისი, რომ წარმატებული ადამიანების ამოფარება გადაწყვიტა, წარმატებულ ადამიანებზე საუბრობს და თვითონ, შეუმდგარი, რუსი ოლიგარქის მოურავი რაღაცებს ლაპარაკობს, თურმე პატრიარქი როგორ უყვარს ირაკლი კობახიძეს და ჩვენ, როგორი სატანისტები ვართ. ამასობაში, პარტიის თავმჯდომარეა, თუ რა თანამდებობა აქვს ოფიციალურად ამ კაცს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები და თქვენივე თანაგუნდელი გადანაშაულებთ, რომ კელიებში მამაოებს, მეუფეებს და მათ პირად ცხოვრებას უსმენთ, ეს კაცი ლაპარაკობს მერე მამაოზე, ეკლესიაზე, პატრიარქის სიყვარულზე, ცოტა არ იყოს, სიგიჟეა, მაგრამ მესმის, რატომაც არის ამ მდგომარეობაში. გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაცია გაცხადდა, რომელიც უკავშირდება ივანიშვილის, ჩხარტიშვილის, რუხაძის, მამაცაშვილის, ხიდაშელის, ფარცხალაძის მთავარ რაშისტებად გამოცხადებას და მერე მოჰყვა ქოქოლა, ეს რა სია არის, ეს არაფერი არ არისო. ე.წ. ბიზნესმენები სხედან აქ, ანტონ ობოლაშვილი, დუგლაძე, წაქაძე, ბატონი წაქაძე იცინოდა, მაინტერესებს, იმ სიაში, რომ იყოს, თუ გაიცინებდა. სონღულაშვილი, წილოსანი და კიდევ ბევრი ბიზნესმენია, ის ხალხი "რაშისტებად“ გამოაცხადეს და სანქცირების მთავარი პრეტენდენტები არიან და თქვენ რატომ "მოგტეხეს“ ამ სიიდან, რატომ არ ხართ? ჩემი აზრით, რამე ბრიფინგი გჭირდებათ თქვენ, ხომ არაფერი სია არ არის, ადექით ყველა ბიზნესმენი და გამოუცხადეთ სოლიდარობა ჩხარტიშვილს, მამაცაშვილს. ჩემი აზრით, ბევრად უფრო სერიზულად უყურებთ ამას თქვენ პირადად, როცა მარტო ხართ თქვენ თავთან და საჯაროდ გინდათ გაიცინოთ ამაზე, არადა, საერთოდ არ არის სასაცილო.

12 პუნქტთან დაკავშირებით, სპორტზე რომ გველაპარაკებოდა ის კაცი, ქვეყნის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. რუსეთში რომ უნდა ბიძინა ივანიშვილს, ხალხს უნდა ევროპაში, ხალხს სხვა მიმართულებით უნდა...იმ წარმატებაზე რატომ არ ისაუბრა კობახიძემ, ფასები რომ იზრდებდა ქვეყანაში ეკონომიკური გაჭირვებაა, 300, 400, 500 ლარზე რომ მუშაობენ თქვენი თანამოქალაქეები, ეს არ გაწუხებთ? ანუ ბედნიერი სახეებით გაჭირვებაზე რომ ლაპარაკობთ და იცინით, ან მეზობელი არ გყავთ, ან ახლობელი არ გყავთ? ადამიანებს უკიდურესად უჭირთ. ძალიან მარტივი რამ მინდა ვიკითხო - პოლიციელები, ჯარისკაცები რომ გარბიან ქვეყნიდან "სატაქსაოდ“ პოლონეთში, ამერიკაში, რას მუშაობთ, ეს ხალხი თუ გარბის? თქვენ რომ მდიდრდებით, გავიგე, ამასობაში ივანიშვილმა რაჭის ტყე, თბილისზე უფრო დიდი ტერიტორია გადასცა რუს ოლიგარქს - ხიდაშელს და თქვენ ამაზე ხმა არ ამოგიღიათ. ბოლნისში აპირებს იქაურობა გადათხაროს, ეკლესიაზე ლაპარაკობდა კობახიძე და ეკლესია-მონასტრებიც არის იმ მიწის ნაკვეთზე მონიშნული, რასაც, სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის, რაც საყდრისს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.