გავრცელებული ინფორმაციით, "დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 42 წლის კაცს, გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ამჟამინდელი ცნობებით, ოპერაციამ, საბედნიეროდ, კარგად ჩაიარა. ჭიაბერაშვილი შეუძლოდ "თელავთან" მატჩის დაწყების წინ გახდა. მწვრთნელი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში სპორტული გვერდი Geo Team ავრცელებს...
"რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გიორგი ჭიაბრიშვილის გულის ოპერაცია, რომელიც 3 საათზე მეტი გრძელდებოდა და ყველაფერი კარგად დასრულდა. ჭია, მალე დაგვიბრუნდი, შენ ქართულ ფეხბურთს სჭირდები…“
გიორგი ჭიაბრიშვილი "დინამო თბილისის" ივნისიდან წვრთნის. მან კახა ცხადაძე შეცვალა. გიორგი ჭიაბრიშვილს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში "ზესტაფონში", "საბურთალოსა" და "ლოკომოტივში" მუშაობდა. მან ორჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი ("ზესტაფონთან" და "საბურთალოსთან" ერთად), ხოლო ერთხელ საქართველოს თასს დაეუფლა.