ავტორი:

ნიკოლოზ წულუკიძე დედასთან ერთად ინდოეთს ესტუმრა - რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი გასტროლებიდან?

ნიკოლოზ წულუკიძე დედასთან ერთად ინდოეთს ესტუმრა - რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი გასტროლებიდან?

ახმეტელის თეატრი გასტროლზე ინდოეთში იმყოფება. მათთან ერთად მოგზაურობს თეატრდმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, დედასთან დოდოშკა წულუკიძესთან ერთად.

ტელეწამყვანი ინდოეთის ღირსშესანიშნავი ადგილებიდან დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. კომენტარებში უწერენ, რომ ძალიან გაუხარდათ მათი ერთად დანახვა.

"დღეს ახმატელის თეატრის ჯგუფი ცნობილი თეატრმცოდნესთან და ტელევიზიის ქართველი წამყვანის, ნიკოლოზ წულუკიძის ხელმძღვანელობით 10 დღიან მოგზაურობას იწყებს ინდოეთში, ინდოეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად...“ - წერია ოფიციალურ განცხადებაში...

ნიკა წულუკიძე გამგზავრებამდე წერდა, რომ ბოჭორიშვილის კლინიკაში იწვა.

"დღეს საავადმყოფოდან გამოწერაც მოვასწარი და ინდოეთში გამგზავრებაც. ბოჭორიშვილის კლინიკა, როდესაც ახსენებენ სიტყვა პროფესიონალიზმს - მაშინვე თქვენ გამახსენდებით...“ - წერდა პირველ სექტემბერს წულუკიძე.