ავტორი:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბულგარეთთან 80:93 დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბულგარეთთან 80:93 დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს, სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 15 ქულა 2 მოხსნისა და 5 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 17 ქულა 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ილიას ზუროსის გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა ბარხოვსკის გუნდი ხვალ 18:15 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.

წყარო:sportall.ge