ავტორი:

გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და სამინისტროს სხვა დანაყოფები.

როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ამოღებას და ნარკორეალიზატორების დაკავებას.

ამ წუთებში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დაკავებულია სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებული რამდენიმე პირი.