ავტორი:

"რუსეთის სარდლობამ ფრონტის ხაზზე "კადიროველები“ განალაგა, რათა უკრაინელების თავდასხმების დროს რუს ჯარისკაცებს უკან დახევის საშუალება არ მისცენ" - არესტოვიჩი

"რუსეთის სარდლობამ ფრონტის ხაზზე "კადიროველები“ განალაგა, რათა უკრაინელების თავდასხმების დროს რუს ჯარისკაცებს უკან დახევის საშუალება არ მისცენ" - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის სარდლობამ ფრონტის სხვადასხვა სექტორში "კადიროველები“განალაგა, რომელთა მიზანიცაა უკრაინელების თავდასხმების დროს რუს ჯარისკაცებს უკან დახევის საშუალება არ მისცენ. მისი თქმით, რუსეთის სარდლობა ყველანაირად ცდილობს რუსი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე შეაკავოს და არმიის მორალური მდგომარეობა ამ გზით შეინარჩუნოს.

არესტოვიჩი ასევე ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო რუს ჯარისკაცებსა და „კადიროველებს“ შორის დაპირისპირება გარდაუვალია.