ავტორი:

"მე და ლევანმა, გიორგი გამსახურდიასთან ერთად, პატივი მივაგეთ საქართველოს გამორჩეული მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხსოვნას" - ალეკო ელისაშვილი

"მე და ლევანმა, გიორგი გამსახურდიასთან ერთად, პატივი მივაგეთ საქართველოს გამორჩეული მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხსოვნას" - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი, თანაპარტიელ ლევან იოსელიანთან ერთად, პოლონეთშია. დეპუტატი სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილ გიროგი გამსახურდიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ლეხ კაჩინსკის საფლავთან არის გადაღებული. ალეკო წერს, რომ პატივი მიაგეს საქართველოს გამორჩეულ მეგობარს...

"კრაკოვში, ვაველის სასახლეში, მე და ლევანმა, გიორგი გამსახურდიასთან ერთად, პატივი მივაგეთ საქართველოს გამორჩეული მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხსოვნას. ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოა, არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოსთვის. ყველას გვახსოვს მისი თანადგომა თბილისში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას", - წერს ალეკო ელისაშვილი.

გიორგი გამსახურდია წლებია რაც პოლონეთში ცხოვრობს. ის პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს თანამდებობაზდე მუშაობს.