ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რაჭაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ელჩი წერს, რომ გზად ნიკორწმინდის ტაძარში შეიარა, საიდანაც ფოტოებსაც აქვეყნებს.
"ბრწყინავს საქართველოს ქებად ნიკორწმინდა! რაჭაში ოფიციალური ვიზიტის პირველი გაჩერება ნიკორწმინდის ტაძარია. ამ მშვენების ნახვას მოუთმენლად ველოდით. თუმცა, შთაბეჭდილებების აღწერა შეუძლებელია, როდესაც ეს უკვე გალაკტიონმა გააკეთა. ჩვენ, მხოლოდ, შეგვიძლია გითხრათ მადლობა თქვენი ქვეყნისა და კულტურის გაზიარებისთვის. დიდი მადლობა მამა დავით გეგეშიძეს, ამბროლაურის ვიცემერ დავით გოგლიძესა და ილია კენჭაძეს გულთბილი მასპინძლობისთვის", - კელი დეგნანი.