ავტორი:

მან ხელში აიყვანა დამშეული 1 კვირის ბიჭუნა და ძუძუთი გამოკვება - სალმა ჰაიეკის ემოციური ისტორია

მან ხელში აიყვანა დამშეული 1 კვირის ბიჭუნა და ძუძუთი გამოკვება - სალმა ჰაიეკის ემოციური ისტორია

ჩვილის ფორმულის და საკვები ბოთლების გამოგონებამდე სხვისი ბავშვების ძუძუთი კვება გავრცელებული პრაქტიკა იყო. ქალთა კეთილდღეობაზე ზრუნვის დიდი ხნის ჩემპიონმა, სალმა ჰაიეკმა, სრულიად უცნობი ადამიანის 1 კვირის ჩვილი შიმშილისგან იხსნა და თავისი რძე მოაწოვა. ეს ემოციური ისტორია სალმამ კიდევ ერთხელ გაიხსენა.

მსახიობი, აფრიკის საქველმოქმედო მისიაში მონაწილეობის მისაღებად, 2008 წელს ჩაფრინდა სიერა ლეონეს რესპუბლიკაში. საავადმყოფოს დათვალიერებისას, ის ერთ-ერთ დედას გადააწყდა, რომელსაც რძე დამშრალი ჰქონდა. თავად სალმას კი 1 წლის ქალიშვილი ჰყავდა. მან აიყვანა ავადმყოფი და დამშეული 1 კვირის ბიჭუნა და მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი კამერა და გადამღები ჯგუფი იყო, სალმამ ბავშვის ძუძუთი გამოკვება დაიწყო.

გარდა ამისა, ჰაიეკმა განმარტა, რომ ბავშვების ამ გზით დახმარების ტრადიცია მის ოჯახში დიდი ხნის წინათ დაიწყო. მრავალი წლის წინ, მექსიკურ სოფელში მისმა დიდმა ბებიამ სასოწარკვეთილი უცხო ადამიანის მშიერი ჩვილი გადაარჩინა თავისი რძით.

ჰაიეკი ამტკიცებდა, რომ მისი გადაწყვეტილბა უცხო ბავშვი ძუძუთი გამოეკვება, იმის მცდელობაც იყო, რომ გაენადგურებინა სტიგმა, რომელიც ქალებს ძუძუთი ბავშვის გამოკვების გარშემო აქვთ. ამ კეთილშობილი ქმედებით მან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება და არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი სხეულის.

წყარო: brightside

მოამზადა: ანა სიბოშვილმა