უფლებადამცველი, "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წყალტუბოში, 33 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:
"კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალი მოკლა ქმარმა... ამ ისტერიულ მკვლელობებს რას პასუხობს სახელმწიფო? ბოლოს რა თქვა მთავრობამ? პრემიერმა? მინისტრმა? არანაირი არაფერი... დუმილი... ბოლოს როდის გაშუქდა მოძალადეების დაკავების ფაქტები? ბოლოს როდის ისაუბრეს ძალოვნება პოლიტიკის გამკაცრებაზე?იცით, რომ ოჯახში ძალადობის სტატისტიკა მცირდება ამ გაზრდილი ფემიციდის ფონზე? ნეტა რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ პოლიცია აღარ იწყებს გამოძიებას? ან იმიტომ ხომ არა, რომ ხალხი აღარ ენდობა სამართალდამცავებს?
სწორედ ეს დუმილი ახალისებს მკვლელობს. ისევ ხალხი და ისევ ქალები უნდა აღვუდგეთ წინ ამ საშინელებას, როგორც ადრე ისევ უნდა გავმართოთ დემონსტრაციები და ქალების ძალა და ერთობა დავანახოთ პოტენციურ მკვლელებს, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთს და დანარჩენების გულგრილობას ხედავენ ჯერჯერობით. სირცხვილი მთავრობას, რომ ყურსაც არ იბერტყავს ამ სერიულ მკვლელობებზე! ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარეთ!" - წერს პატარაია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში 33 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზზე პოლიცია მუშაობს. ცნობილია, რომ თეონა შენგელია მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. ადგილობრივები კი ორ ვერსიაზე საუბრობენ.
მათი თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა. ცეცხლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა და მანაც დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული. რაც შეეხება ქალს, კლინიკაში გადაყვანისას, ის კონტაქტური იყო, თუმცა, გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას სხეულის 35% ჰქონდა დამწვარი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.
ნახეთ ასევე: