თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება დასავლეთის "პროვოკაციულ" სანქციებს.
"არ არის საჭირო სახელების ჩამოთვლა, მაგრამ მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ არ მიმაჩნია სწორად პოზიცია, რომელსაც დასავლეთი იკავებს", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თურქეთის ლიდერის თქმითვე, დასავლეთი, "რომელიც პროვოკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკას წარმართავს, შედეგის მიღწევა იქ ვერ მოხერხდება“.
მანვე დასძინა, რომ ქვეყნებმა სათანადოდ უნდა შეაფასონ რუსეთი.
ცნობისთვის, ერდოღანმა დასავლეთი გუშინაც გააკრიტიკა და ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპა "იმკის იმას, რაც დათესა".