ავტორი:

შიდა ქართლში 60 წელს გადაცილებულ კაცს 12 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

შიდა ქართლში 60 წელს გადაცილებულ კაცს 12 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

პედოფილიის და სქესობრივი დანაშაულის სავარაუდო ფაქტი შიდა ქართლში - არსებული ინფორმაციით, 60 წელს გადაცილებულმა კაცმა12 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა.

“ორივე ჩვენი მეზობელია, ბავშვი 12 წლისაა, კაცი ტაქსის მძღოლია და 60 წელს არის გადაცილებული. ყველანი შოკში ვართ. გაქციეულია ახლა ეს კაცი და ეძებს პოლიცია. ჩვენ დეტალები არ ვიცით... ფაქტია, დანაშაულს აქვს ადგილი. დიდი ხმაური იყო, გოგოს ეძებდნენ და გამთენიისას მოვიდა. როგორც ჩანს, ბავშვმა უამბო მშობელს რაც მოხდა”, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი რადიო "მოზაიკასთან".

  • ambebi.ge შსს-ში მომხდარის დეტალების გარკვევას ცდილობს და განახლებულ მასალას შემოგათავაზებთ.