ექსპერტი გია ხუხაშვილი ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება:
"კობახიძე განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი, ცინიკური აგრესიით გამოირჩევა ქალების მიმართ და ამის არაერთი ფაქტი არსებობს.
ჟურნალისტზე ცნობილი თავდასხმის შემდეგ ვთქვი, რომ ეს იყო დომინირების ავადმყოფური სურვილით შეპყრობილი მამრის აგრესია. ვიოლა ფონ კრამონზე შეტევის შემდეგ ერთ სიტყვას ჩავამატებდი - “უძლური მამრის" - წერს ხუხაშვილი.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე ვიოლა ფონ კრამონმა „ძალიან მძიმე“ განცხადება გააკეთა.
"მან ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ასეთ რაღას რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 5 სექტემბერს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ციხეში ნიკა გვარამიას მონახულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გაგზავნა, რაზეც ოფიციალურად უარი მიიღო.
ნახეთ ასევე: