ავტორი:

"ბიჭი მამის თვალწინ დაიღუპა... მამაც დაყვებოდა ვარჯიშზე" - ვინ იყო 16 წლის ძიუდოისტი, რომელიც ვარჯიშის დროს გარდაიცვალა?

"ბიჭი მამის თვალწინ დაიღუპა... მამაც დაყვებოდა ვარჯიშზე" - ვინ იყო 16 წლის ძიუდოისტი, რომელიც ვარჯიშის დროს გარდაიცვალა?

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის დაბზაში ტრაგედია მოხდა. 16 წლის ბიჭი ძიუდოში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ქისტაურში მცხოვრები მოზარდი დარბაზაში ვარჯიშობდა, რა დროსაც ცუდი მანევრირების დროს ქალა ფუძის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.

როგორც სოფელში ჰყვებიან, ბიჭი მამის თვალწინ დაიღუპა. გარდაცვლილი ძიუდოისტი ვასიკო სიხარულიძეა.

"ტრაგედია მოხდა, ვარჯიშის დროს გადატყდა ხერხემლის მალაში, მამაც შეესწრო ამ ყველაფერს - იქ იყო, თავად დაჰყავდა პანკისის ხეობაში ვარჯიშზე... მამის თვალწინ დაიღუპა. ისეთი საშინელება ხდებოდა..." - გვიყვება გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.