ავტორი:

დედოფალი ელისაბედი გარდაიცვალა

დედოფალი ელისაბედი გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში წერია: "დედოფალმა მშვიდად განისვენა ნაშუადღევს ბალმორალში. მეფე და დედოფალი კონსორტი ამ საღამოს ბალმორალში დარჩებიან და ლონდონში ხვალ დაბრუნდებიან".

დედოფალ ელისაბედს ავტომატურად ჩაანაცვლებს მისი ვაჟი, 73 წლის უელსის პრინცი ჩარლზი.

დედოფალი ელისაბედი მისი მეუღლის და ედინბურგის ჰერცოგის, პრინცი ფილიპის გარდაცვალებიდან 17 თვეში აღესრულა.

ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.