ავტორი:

"გული მტკივა, რომ დაგკარგეთ... მუდამ მემახსოვრება თქვენი ღიმილი და ხელის ჩამორთმევა" - თეა წულუკიანი ელისაბედ მეორეს "ფეისბუქპოსტით" ეთხოვება

"გული მტკივა, რომ დაგკარგეთ... მუდამ მემახსოვრება თქვენი ღიმილი და ხელის ჩამორთმევა" - თეა წულუკიანი ელისაბედ მეორეს "ფეისბუქპოსტით" ეთხოვება

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დიდ ბრიტანეთს დედოფლის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს. პოსტს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"ძვირფასო დედოფალო, თქვენო უდიდებულესობავ, ღირსეულო წარმომადგენელო საკუთარი ერისა და სახელმწიფოსი, მადლობას გიხდით მშვიდი ლიდერობისთვის მსოფლიოსა და ევროპისათვის არაერთ ურთულეს მომენტში. გული მტკივა, რომ დაგკარგეთ.

მუდამ მემახსოვრება თქვენი სითბოთი სავსე ღიმილი და ხელის ჩამორთმევა.აი, გარანტი! აი, სიმბოლო! ვიზიარებ სამეფო ოჯახისა და ბრიტანელების მწუხარებას დედოფლისა და ისტორიული ფიგურის დაკარგვის გამო!" - წერს წულუკიანი.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში წერია: "დედოფალმა მშვიდად განისვენა ნაშუადღევს ბალმორალში. მეფე და დედოფალი კონსორტი ამ საღამოს ბალმორალში დარჩებიან და ლონდონში ხვალ დაბრუნდებიან".

დედოფალ ელისაბედს ავტომატურად ჩაანაცვლებს მისი ვაჟი, 73 წლის უელსის პრინცი ჩარლზი. მისი ოფიციალური ტიტული "მეფე ჩარლზ III" იქნება.

დედოფალი ელისაბედი მისი მეუღლის და ედინბურგის ჰერცოგის, პრინცი ფილიპის გარდაცვალებიდან 17 თვეში აღესრულა.

ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.