ავტორი:

ნაფიცებმა გაამართლეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუს ტურისტებს უკრაინული სიმღერები ასმენინა და გომბორზე დატოვა - რას წერს ადვოკატი ამირან ბოკუჩავას საქმეზე?

ნაფიცებმა გაამართლეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუს ტურისტებს უკრაინული სიმღერები ასმენინა და გომბორზე დატოვა - რას წერს ადვოკატი ამირან ბოკუჩავას საქმეზე?

საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს ტაქსის მძღოლი, ორი პირის ეროვნული ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში. ამირან ბოკუჩავას, რომელსაც ორმა რუსმა ტურისტმა უჩივლა 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ტაქსისტის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილო იცავდა:

"რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა 12-0, ის წინააღმდეგ ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ სცნო ორი პირის ეროვნული ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა არ არის დანაშაული! მინდა მადლობა გადავუხადო ხალხს! ჩვენ დღეს, ხალხის სახელით დავამარცხეთ რუსული იმპერიალიზმი" - წერს ჩომახაშვილი.

ბოკიჩავას საქმის დეტალებზე ირაკლი კუპრაძეც წერს:

"მართლა ეგზოტიკური ქვეყანა ვართ სასწაული ისტორიებით და ეს უნდა იცოდეთ!

"დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა 12-0, ის წინააღმდეგ, ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ სცნო ორი პირის ეროვნული ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."

მოკლედ, ისტორია ასეთია: ტაქსის მძღოლს მანქანაში ორი პუტინისტი რუსი ჩაუჯდა თბილისის აეროპორტში. მძღოლიც ადგა და უკრაინული სიმღერები ჩაურთო. შეკამათდნენ. მძღოლმა ისეთ ადგილზე მიგიყვანთ, იქედან უფრო მარტივად მიხვალთ ფეხით სასტუმრომდეო. სასტუმრო თბილისშია. წაიყვანა გომბორის უღელტეხილზე, ჩამოსვა და აბა თქვენ იცითო...

პუტინისტები გაბრაზდნენ და უჩივლეს ტაქსის მძღოლს, ოღონდ ტაქსის კომპანიაში კი არა, პროკურატურაში, გაგვიტაცა და თავისუფლება უკანონოდ შეგვიზღუდა, თან ეთნიკური ნიშნითო.

7-10 წლამდე ციხეს უმზადებდნენ ამ უსაყვარლეს და კარგი იუმორის მქონე ტაქსის მძღოლს, ამირან ბოკუჩავას.

მოკლედ, მთავარია გამართლდა სრულად და მადლობა უკარგეს მოქალაქეს და ადვოკატს Irakli Chomakhashvili-ს.

საზეპირო ისტორიაა...

ფოტოზე: ადვოკატები ირაკლი ჩომახაშვილი, თეონა გვაზავა და ქოცური პროკურატურის აზრით ,,სასტიკი დამნაშავე", სინამდვილეში კი, კარგი იუმორის მქონე და პატრიოტი ბიჭი ამირან ბოკუჩავა", - წერს კუპრაძე.