ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ მიიღო კანონი, რომელიც პრევენციული ბირთვული თავდასხმების "ავტომატურად“ გამოყენებას ითვალისწინებს

ჩრდილოეთ კორეამ მიიღო კანონი, რომელიც პრევენციული ბირთვული თავდასხმების "ავტომატურად“ გამოყენებას ითვალისწინებს

ჩრდილოეთ კორეამ მიიღო კანონი, რომელიც მას უფლებას ანიჭებს, „ავტომატურად“ გამოიყენოს პრევენციული ბირთვული თავდასხმები საკუთარი თავის დასაცავად, - ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ბირთვულ სტატუსს „შეუქცევადს“ ხდის და კრძალავს ნებისმიერ მოლაპარაკებებს დენუკლეარიზაციის შესახებ.

"ატომური იარაღის პოლიტიკის კანონმდებლობის უდიდესი მნიშვნელობა არის შეუქცევადი ხაზის გატარება, რათა არ მოხდეს ჩვენს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებები“, - აღნიშნა კიმმა და დასძინა, რომ ის არასოდეს დათმობს იარაღს, თუნდაც ქვეყანას 100 წლიანი სანქციები დაემუქროს.

ჩრდილოეთ კორეის პარლამენტმა, უზენაესმა სახალხო კრებამ, აღნიშნული კანონის მიღებით 2013 წლის კანონი ჩაანაცვლა, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ჩრდილოეთ კორეას შეეძლო გამოეყენებინა ბირთვული იარაღი მტრული ბირთვული სახელმწიფოს შემოჭრის ან თავდასხმის მოსაგერიებლად და საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად.