ავტორი:

"პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილები პრინცი და პრინცესა გახდებიან" - რას წერს "გარდიანი"

"პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილები პრინცი და პრინცესა გახდებიან" - რას წერს "გარდიანი"

დედოფლის გარდაცვალება ნიშნავს, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ვაჟი, არჩი მაუნტბატენ-უინძორი, ახლა ტექნიკურად პრინცია, მისი უმცროსი და ლილიბეტი, „ლილი“, კი - პრინცესა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 1917 წელს მეფე ჯორჯ V-ის მიერ დადგენილი პროტოკოლის თანახმად, მონარქის შვილებსა და შვილიშვილებს აქვთ ავტომატური უფლება მიიღონ ტიტული "მისი სამეფო უდიდებულესობა“ პრინცი ან პრინცესა.

შეგახსენებთ, მეგან მარკლმა რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩის პრინცის ტიტული მისი რასის გამო არ მიანიჭეს.