ავტორი:

პარლამენტში სუს-ის უფროსს უსმენენ - რა წარმოადგენდა გასულ წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს?

პარლამენტში სუს-ის უფროსს უსმენენ - რა წარმოადგენდა გასულ წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს?

პარლამენტში სუს-ის ანგარიშის მოსმენა დაიწყო, რომელსაც დეპუტატებს გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს პლენარული სხდომის ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავს.

დოკუმენტს დეპუტატებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა.

საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული ანექსიური პოლიტიკა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობდა დე ფაქტო ხელისუფლებებთან სხვადასხვა მიმართულებით ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერა საოკუპაციო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის. ასევე კეთდებოდა მკვეთრად უარყოფითი განცხადებები ანექსიასთან დაკავშირებით.

"აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 2021 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიანი სივრცისა და ამ კუთხით ინტეგრაციის მხარდამჭერი უამრავი განცხადება გააღერა. აქტიურად განიხილებოდა ფსოუს გამშვებ პუნქტზე მოძრაობის ე.წ. რეგულაციების გამარტივების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენის ლეგალიზებისა და სხვა საკითხები. ყოველივე აღნიშნულს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობა უწოდა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სახიფათო ტენდენცია დაფიქსირდა, რაც გამოიხატებოდა ადგილობრივი და დე ფაქტო ხელისუფლებების ცალკეული წარმომადგენლების მიერ მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებში და ნაწილობრივ ქმედებებში.

"საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ პროცესსაც მიმდინარე ანექსიის ფარგლებში განიხილავს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი კვლავ ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. ე.წ. ერთიანი ოსეთის გამოგონილი ცნება, რაც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის გაერთიანებას გულისხმობს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ანექსიის ერთ-ერთი იდეური საფუძველია. ანექსიის ჭრილშია განსახილველი ასევე რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ერთობლივი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრი. 2021 წელს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოკუპირებულ ცხინვალში მივლენილ თანამშრომლებს ამ ცენტრში ეძლევათ ოპერატიული საქმიანობის საშუალება და ლეგიტიმაცია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.