ავტორი:

"მინდა, რომ ქუჩაში გამოვიდეს 60 -100 ათასი ადამიანი, ძალიან ბევრი მინდა..." - ზურა ჯაფარიძე

"მინდა, რომ ქუჩაში გამოვიდეს 60 -100 ათასი ადამიანი, ძალიან ბევრი მინდა..." - ზურა ჯაფარიძე

მინდა რომ გამოვიდეს 60 ათასი, 100 ათასი ადამიანი, ბევრი მინდა ძალიან, ათეულობით ათასი მინდა. 20 ივნისს ვინც იყვნენ გამოსული, ეს ხალხი მინდა ყველა გარეთ, - ამის შესახებ პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ ქუჩაში გამოსულ დიდი რაოდენობით ხალხს შეუძლია.

"მე გეტყვით რამდენი ადამიანი მინდა რომ გამოვიდეს, 60 ათასი, 100 ათასი, ბევრი მინდა ძალიან, ათეულობით ათასი მინდა. 20 ივნისს ვინც იყვნენ გამოსული, ეს ხალხი მინდა ყველა გარეთ. ეს ხალხი არის გაბრაზებული ხალხი, რომელმაც თუნდაც იმ მომენტში მაინც გაიაზრა, რომ ეს ქვეყანა კარგავს ევროპულ მომავალს. მათში რაღაც ნაწილია, რომელსაც დღეს აქვს კიდევ რაღაც ეჭვები, რომ იქნებ ამათმა შეასრულონ 12-პუნქტიანი რეკომედაციები და ამ ხალხთან არის სამუშაო ყოველდღიურად და არის ასახსნელი, რომ რა უნდა შეასრულონ? დღის განმავლობაში მინიმუმ სამ ევროპარლამენტარს აგინებენ დედას“, - განაცხად ზურა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მის "ტელეგრამ“ არხზე, სადაც საპროტესტო აქციებისთვის ხალხს კრებს, ორ დღეში შემოსულია 500 კაცი და თუ ამ ტემპით გაგრძელდა ზრდა, "ქართულ ოცნებას“ ძალიან მალე დაამთავრებს.

"ზარქუების მმართველობას ძალიან სწრაფად დავამთავრებ ეს ტემპი თუ გავაგრძელე, ორ დღეში 500 კაცი არ არის ცოტა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა მათ შორის მაშინ როცა ვიძახი ღიად, რის გაკეთებასაც ვაპირებ. არასდროს არ მითქვამს რომ ამას 500 კაცით ვაპირებ... ახლა არის ფაზა, როდესაც ვცდილობ ადამიანებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ რწმენა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რამე გამოვიდეს, ქუჩაში პროტესტს კიდევ რამე აზრი აქვს, მათ ეს რწმენა გავუჩინო და დავეხმარო ორგანიზებაში, ჩვენ ვართ მათზე მეტი ოღონდ გვიგებენ იმით, რომ თოფები აქვთ, შეიარაღებული ხალხი ჰყავთ, ფული აქვთ, ბევრი რესურსი აქვთ და არიან ორგანიზებულები. ამას შეიძლება მოუგოს დიდი რაოდენობით ადამიანმა და ამას ვაკეთებთ ამ წუთში“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.