ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს და კონტროლი დაამყარეს
ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს და კონტროლი დაამყარეს ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტ დასახლებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ჩვენი არმია, უკრაინის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით წარმატებით აგრძელებს აქტიურ მოქმედებას“ ,- აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა.
მისივე თქმით, ეტაპობრივად მყარდება კონტროლი ახალ დასახლებებზე და ყველგან უკრაინის დროშას აბრუნებენ.
"მადლობა ჩვენს ბიჭებსა და გოგოებს, მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან!“ - დასძინა ზელენსკიმ.