ავტორი:

"მოულოდნელად ჰოპ დაიძახეს და გადაცემა დახურეს... გაგეცინებათ" - რას წერს რუსკა მაყაშვილი "რუსთავი 2"-ის დატოვების შემდეგ?

"მოულოდნელად ჰოპ დაიძახეს და გადაცემა დახურეს... გაგეცინებათ" - რას წერს რუსკა მაყაშვილი "რუსთავი 2"-ის დატოვების შემდეგ?

"რუსთავი 2“-ზე გადაცემა „ურუსკესი“ დაიხურა. ინფორმაციას თავად ტელეწამყვანი აქვეყნებს. რუსკას თქმით, ახალი სეზონისთვის მზადება მიდიოდა, როდესაც მოულოდნელად დაუძახეს და უთხრეს, რომ გადაცემა აღარ გაგრძელდებოდა.

რუსკა მაყაშვილი:

- ჩემი გადაცემა Uruskesi • ურუსკესი, რომელიც Rustavi 2 • რუსთავი 2-ზე გადიოდა და რომლის მეორე სეზონი დამტკიცებული, მზადება დაწყებული და ჩაწერის დღე დანიშნული იყო, მოულოდნელად ჰოპპ დაიძახეს და დახურეს, მიზეზებზე არ ვილაპარაკებ, გაგეცინებათ, ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ მივიღე სხვა შემოთავაზება რ2-ისგან, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, აღარ ვითანამშრომლო "რუსთავი 2"-თან!

ჩემი მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს - გიორგი ხაბურძანიას და დემნა ჯაფარიძეს, რომლებთანაც 2015 წლიდან ვმუშაობდი და ბევრი რამ მასწავლეს. დავყვებოდი და დამატარებდნენ ყველგან, სადაც მიდიოდნენ, წავიყვანე ყველა საერთაშორისო, დიდი მეგა-შოუ სწორედ მათი წყალობით, შესაბამისად, ვთვლი, რომ რადგან ამდენის საშუალება მომცეს, თავადაც კმაყოფილები იყვნენ ჩემით!!! დიდი მადლობა მათ და მთლიანად ნოვა პროდაქშენის გუნდს!გრძელცხვირა და თმაგაშლილი თქვენი რუსკა მაყაშვილი!

P.S ცალკე უდიდესი მადლობა ჩემს ნატალიას და მაგდას...