ავტორი:

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. აღნიშნულ ინფორმაციას სამეფო ოჯახი "ტვიტერზე" ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა.

დედოფლის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.

დედოფალ ელისაბედ II 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება.