ავტორი:

"უცებ ვიღაცამ ტელეფონი ხელიდან გამომტაცა, მოვტრიალდი და ხელში შემრჩა დედოფალი" - ელიზაბედ II-სთან დაკავშირებულ რა ისტორიებს იხსენებს მიხეილ სააკაშვილი

"უცებ ვიღაცამ ტელეფონი ხელიდან გამომტაცა, მოვტრიალდი და ხელში შემრჩა დედოფალი" - ელიზაბედ II-სთან დაკავშირებულ  რა ისტორიებს იხსენებს მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბედ მეორის შესახებ რამდენიმე ისტორიას იხსენებს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

"მინდა ელიზაბედ II-სთან დაკავშირებით შემდეგი ისტორიები გავიხსენო. ჩვენმა პირველმა შეხვედრამ ერთ საათზე მეტი გასტანა. ის ძალიან ცნობისმოყვარე იყო და ყველაფერი აინტერესებდა საქართველოზე. სანდრას კომპლიმენტი უთხრა ჩაცმულობაზე.

2012 წელს კი ლონდონის ოლიმპიადის გახსნაზე ჩავედი, ბუკინგემის სასახლეში მიღება გაიმართა, რომელსაც ბევრი სახელმწიფოს მეთაური დაესწრო. მე კიბეზე გამოვედი დასარეკად და სახით კედელთან ვიდექი. უცებ ვიღაცამ ტელეფონი ხელიდან გამომტაცა, მოვტრიალდი და ხელში შემრჩა დედოფალი - ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რა, არ იცით, რომ ამ სასახლეში მსგავსი მოწყობილობების გამოყენება არ შეიძლება?! - ღიმილით მითხრა მან. შემდეგ გამომკითხა თუ რა ხდებოდა საქართველოში. საოცარი მომხიბვლელობა ჰქონდა." - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, დედოფალ ელისაბედ II 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება.

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. აღნიშნულ ინფორმაციას სამეფო ოჯახი "ტვიტერზე" ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა.

დედოფლის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება