ავტორი:

ინდონეზიაში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ევაკუირებულია ასეულობით ადამიანი

ინდონეზიაში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ევაკუირებულია ასეულობით ადამიანი

ინდონეზიაში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც სტიქიის ზონიდან 200-მდე ადამიანი ევაკუირება გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე ადამიანმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ასევე, ათეულობით ოჯახს მიადგა მატერიალური ზიანი.

სტიქიური უბედურებების წინააღდეგ ბრძოლის სააგენტოს ინფორმაციით, გარდა საცხოვრებელი სახლებისა, დაზიანებულია სკოლა და ჯანმრთელობის ცენტრი. მათივე ცნობით, ცუნამის საფრთხე არ ყოფილა. გამოცემას ადგილობრივმა მცხოვრებმა განუცხადა, რომ ევაკურიებულებიდან ნაწილი საკუთარ სახლებს დაუბრუნდნე, ნაწილი კი ჯერ კიდევ რჩება სპეციალურ თავშესაფრებში.