ავტორი:

მსოფლიო დედოფალს ემშვიდობება - როგორ მიაგებენ პატივს ელიზაბედ მეორის ხსოვნას სხვადასხვა ქვეყანაში (ფოტოები)

მსოფლიო დედოფალს ემშვიდობება - როგორ მიაგებენ პატივს ელიზაბედ მეორის ხსოვნას სხვადასხვა ქვეყანაში (ფოტოები)

მსოფლიო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს ემშვიდობება. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის სტატუსის მქონე მონარქი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი 70 წლიანი მმართველობის პერიოდში დედოფალმა შეძლო საყოველთაო სიყვარულსა და პატივისცემის მოპოვება არამხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

და დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, დედოფლის ხსოვნისადმი პატივსაცემას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.

გთავაზობთ, CNN-ის მიერ შეკრებილ ფოტოებს, თუ როგორ ემშვიდობებიან დიდ დედოფალს ამა თუ იმ ქვეყანაში.

მსოფლიო დედოფალს ემშვიდობება - როგორ მიაგეს პატივი სხვადასხვა ქვეყანაში ელიზაბედ მეორის ხსოვნას (ფოტოები)
ავსტრალია. კანბერაში, პარლამენტის წინ დედოფალ ელიზაბეტ II-ის ქანდაკება გვირგვინებით შეამკეს

მოსკოვი. წმინდა ანდრიას ანგლიკანურ ეკლესია. მრევლი ლოცულობს დედოფლის პორტრეტის წინ.
მოსკოვი. წმინდა ანდრიას ანგლიკანურ ეკლესია. მრევლი ლოცულობს დედოფლის პორტრეტის წინ

 სამხრეთ აფრიკა. მოქანდაკე დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ქვის სკულპტურის ბოლო შტრიხებს აკეთებს
სამხრეთ აფრიკა. მოქანდაკე დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ქვის სკულპტურის ბოლო შტრიხებს აკეთებს

ავსტრალია. სიდნეის საკულტო სიდნეის ოპერის თეატრი
ავსტრალია. სიდნეის საკულტო ოპერის თეატრი

"ნიუ-იორკ იანკისის" წევრებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დედოფლის ხსოვნას მატჩის წინ
"ნიუ-იორკ იანკისის" ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დედოფლის ხსოვნას მატჩის წინ

დედოფლის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად პარიზში ეიფელის კოშკი ჩააბნელეს
დედოფლის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად პარიზში ეიფელის კოშკი ჩააბნელეს

ლონდონი. "ვესტ ჰემ იუნაიტედის" და რუმინული კლუბის FCSB-ის ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დედოფლის ხსოვნას მატჩის წინ
ლონდონი. "ვესტ ჰემ იუნაიტედის" და რუმინული კლუბის FCSB-ის ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დედოფლის ხსოვნას მატჩის წინ

დღეს, ელიზაბედ მეორე ბალმორალს ციხესიმაგრიდან გამოასვენეს. მონარქს შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გადაასვენებენ.

ბრიტანული მედიის თანახმად, სამგლოვიარო კორტეჟი 280 კმ-ს გაივლის და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დაახლოებით 6 საათი დასჭირდება. ის ედინბურგამდე აბერდინში, დანდისა და პერთში გაივლის.

შეგახსენებთ, ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა.