ავტორი:

ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელებმა ოკუპანტებისგან კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს: "ხარკოვის რეგიონის სოფელ ჩკალოვსკეში უკრაინის დროშა დაბრუნდა"

ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელებმა ოკუპანტებისგან კიდევ ერთი  დასახლება გაათავისუფლეს: "ხარკოვის რეგიონის სოფელ ჩკალოვსკეში უკრაინის დროშა დაბრუნდა"

ხარკოვის რეგიონის სოფელ ჩკალოვსკეში უკრაინის დროშა დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში განაცხადა და შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა.

"კიდევ ერთი გათავისუფლებული დასახლება! პრინც რომან დიდის სახელობის მე-14 მექანიზებული ბრიგადის წყალობით, უკრაინის დროშა დაბრუნდა ჩკალოვსკეში, ხარკოვის ოლქში. ასე იქნება ყველგან. ოკუპანტებს ჩვენ ყველა უკრაინული ქალაქიდან და სოფლიდან განვდევნით", - დაწერა ზელენსკიმ.

ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინელ გმირებს აღნიშნულისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, 10 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში ვასილენკოვა და არტემივკა გაათავისუფლეს