ნოემბერში ბოსნია-ჰერცეგოვინასა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგურ მატჩი გაიმართება.
თამაში სანკტ-პეტერბურგში 19 ნოემბერს, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩატარდება.
ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების კაპიტანმა ედინ ჯეკომ უკრაინელებისადმი მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთთან თამაშში მოანწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
“მე წინააღმდეგი ვარ ამ მატჩის გამართვის! მე ყოველთვის და მხოლოდ მშვიდობის მომხრე ვარ”, - განუცხადა ჯეკომ ერთ-ერთ ბოსნიურ გამოცემას.
"ასოციაციამ იცის ჩემი აზრი! სამწუხაროდ, მე არ ვარ ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებას ვისთან ერთად ითამაშებს ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაგრამ მე მაქვს ჩემი პოზიცია, რომელიც ნათელია და რომელიც არ მოიცავს ამ მატჩში თამაშს, მაშინ როცა უდანაშაულო ხალხი იტანჯება. სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს" - განაცხადა ფეხბურთელმა.