ავტორი:

"ფილტვების დაავადების გამო მხოლოდ ზღვისპირა ქალაქში შეუძლია ცხოვრება, მოსკოვში ყოველთვის იხრჩობოდა" - პუტინისტმა სოსედოვმა სოფია როტარუს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ილაპარაკა

"ფილტვების დაავადების გამო მხოლოდ ზღვისპირა ქალაქში შეუძლია ცხოვრება, მოსკოვში ყოველთვის იხრჩობოდა" - პუტინისტმა სოსედოვმა სოფია როტარუს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ილაპარაკა

სკანდალურმა რუსმა მუსიკალურმა კრიტიკოსმა სერგეი სოსედოვმა ცნობილი უკრაინელი მომღერლის, სოფია როტარუს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა.

"უნიანის" ცნობით, პუტინისტი სოსედოვი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინელი ვარსკვლავების სახელის შებღავლით აქტიურად არის დაკავებული. ამჯერად კი ის სოფია როტარუს მისწვდა.

სოსედოვის თქმით, როტარუს ფილტვის ემფიზემა აქვს, რის გამოც მხოლოდ ზღვისპირა ქალაქში შეუძლია ცხოვრება. მაგალითად, დროებით ოკუპურებულ ყირიმში.

"მას ფილტვების ემფიზემა აქვს, მხოლოდ ყირიმის კლიმატს აჩვენებენ. ძალიან უჭირს კიევში ცხოვრება და მით უმეტეს მოსკოვში. აქ ყოველთვის იხრჩობდა. ამიტომაც ცხოვრობდა ყირიმში. იქ იყო. "მეფეც და ღმერთიც", - თქვა სოსედოვმა.

მან ასევე დაამატა, რომ როტარუ ყოველთვის აპოლიტიკური იყო. და მაშინაც კი, თუ მას ჰკითხავთ "ვისია ყრიმი?", ის გიპასუხებთ: "როგორ ვისი? ჩემია ყირიმი".

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, როტარუს ჯანმრთელობის მდგომარეობით აქტიურად დაინტერესდნენ ჟურნალისტები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას ტუბერკულოზი აქვს და იძულებულია, ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტაროს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ბევრ კონცერტში მონაწილეობაზე განაცხადა უარი.

სხვადასხვა მედიასაშუალება კი წერდა, რომ როტარუს სიმსივნე აქვს.

ტუბერკულოზის დიაგნოზი მუსიკოსს პირველად 27 წლის ასაკში დაუდგინდა, ექიმებმა მაშინ მისი განკურნება შეძლეს.

2018 წლის ზაფხულში როტარუ საავადმყოფოში დააწვინეს, ის კონცერტის დროს გახდა ავად. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოღერალმა უფაში გონება დაკარგა.