ავტორი:

"უკრაინელმა დამცველებმა ხარკოვის ოლქში რუსული ოკუპაციისგან 40-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს" - ოლეგ სინეგუბოვი

"უკრაინელმა დამცველებმა ხარკოვის ოლქში რუსული ოკუპაციისგან 40-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს" - ოლეგ სინეგუბოვი

უკრაინელმა დამცველებმა ხარკოვის ოლქში რუსული ოკუპაციისგან 40-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი "ტელეგრამში“ წერს.

მისივე თქმით, უკვე შესაძლებელია საუბარი ტერიტორიების "მნიშვნელოვანი ნაწილის“ გათავისუფლებაზე ჩუგუევსკის, კუპიანსკისა და ბალაკლეას რაიონებში.

"ჩვენი დანაყოფები შევიდნენ კუპიანსკში, გრძელდება იზიუმის დასახლებული პუნქტების გათავისუფლება“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, ასეთი დასახლებული პუნქტების რაოდენობა რამდენიმე ათეულია.

"დღეისათვის ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ 40 დასახლებული პუნქტის გათავისუფლებაზე, თუმცა, რეალურად, მათი რაოდენობა გაცილებით მატია, ჩვენ უბრალოდ მხოლოდ ამ ციფრების გაჟღერება შეგვიძლია სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.