ავტორი:

"არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ - ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის... " - პრეზიდენტი

"არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ - ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის... " - პრეზიდენტი

ყველას გვტკივა ის ძალიან მძიმე ფონი, რომელიც შექმნილია პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში: გაუთავებელი დაპირისპირება, პოლარიზაცია, ლანძღვა, აუტანლობა, რაც არსებობს დღეს, ეს ალბათ, თქვენთვისაც მიუღებელია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა, სადაც ტაძრის საგანძურის მცველები და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

მისი თქმით, საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას.

"ეს მხარე დღემდე ასე ძლიერი სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ თქვენ იცით ერთობის მნიშვნელობა. და მე მინდა, სვანეთიდან, ვთქვა, რომ არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ, ეს მხოლოდ ჩემს ხელში არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა! საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას. ამის მაგალითი პირდაპირ უკრაინიდან მოდის. თუ არა ერთობა, უკრაინა დღეს დამარცხებული იქნებოდა და თუ აქამდე გაძლო (და თუ ნაწილობრივ უკვე გამარჯვებულია და ვუსურვებ სრულიად გამარჯვებას), ეს იმიტომ, რომ ერთიანი იყო, ერთიანი არის და ერთიანი იქნება! ეს ჩვენც შეგვიძლია. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია და ეს არ შეიძლება დავივიწყოთ!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.