ავტორი:

"კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, გაგვტეხთ,?... მართლა ვერაფერი გაიგეთ?.." - როგორ ეხმაურება ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას

"კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, გაგვტეხთ,?... მართლა ვერაფერი გაიგეთ?.." - როგორ ეხმაურება ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას, რომლის შედეგადაც რიგი რეგიონები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა, რომ "უკუნეთ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო გარკვევით ხედავს ამ ტერორისტულ აქტებს.

"უკუნით სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ნათლად ხედავს ამ ტერორისტულ აქტებს. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. არანაირი სამხედრო ობიექტები“, - წერს ზელენსკი "ტელეგრამზე“.

ზელენსკი რუსებს მიმართავს, კვლავ ფიქრობენ თუ არა, რომ შეძლებენ უკრაინელების დაშინებასა და გატეხვას.

"ისევ გგონიათ, რომ ჩვენ "ერთი ხალხი ვართ“, კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, გაგვტეხთ, დაგვარწმუნებთ დათმობაზე წავიდეთ? მართლა ვერაფერი გაიგეთ? ვერ გაიგეთ ვინ ვართ, რისთვის ვართ და რაზე ვსაუბრობთ?

გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენს გარეშე, სინათლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენ გარეშე, წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენს გარეშე. საჭმლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენ გარეშე.

სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის არ არის ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორც თქვენი "მეგობრობა და ძმობა“.

მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით... და თქვენ გარეშე!"- წერს ზელენსკი.

იხილეთ ასევე: