ავტორი:

საქართველოს პარლამენტში ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებაზე იმსჯელებენ

დღეს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებაზე იმსჯელებენ.

2021 წლის მაისში, საქართველოს მოქალაქე მიხეილ სახვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ქვეყანაში "ბებიის დღის დაწესების" ინიციატივით მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბებიის დღე 17 სექტემბერს, ცნობილი ქართველი მსახიობი ქალის, სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეზე უნდა დაწესდეს, რადგან მსახიობმა ქართულ კინოში შექმნა ბებიის დაუვიწყარი სახეები.

ქვეყანაში "ბებიის დღის დაწესების" ინიციატივის შესახებ 2023 წლის 23 მაისს პარლამენტის ბიურომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს საკანონმდებლო წინადადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პარლამენტის ბიუროსთვის გაცნობა დაავალა.