ავტორი:

"რუსი დამპყრობლები ისე გარბიან, რომ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ..." - რა ფოტოებს ავრცელებს უკრაინის უშიშროების სამსახური?

"რუსი დამპყრობლები ისე გარბიან, რომ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ..." - რა ფოტოებს ავრცელებს უკრაინის უშიშროების სამსახური?

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დღეს დილით სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზედაც, უწყების ინფორმაციით, მათ მიერ ხელში ჩაგდებული რუსების საბრძოლო მასალის არსენალია ასახული.

"რუსი დამპყრობლები ისე გარბიან უკრაინელი ჯარისკაცებისგან, რომ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ მას დანიშნულებისამებრ - მტრის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური შტაბის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.