ავტორი:

თეთრი და პრიალა კბილები ხანგრძლივად რომ შეინარჩუნოთ - ჰოლივუდური ღიმილის საიდუმლო

თეთრი და პრიალა კბილები ხანგრძლივად რომ შეინარჩუნოთ - ჰოლივუდური ღიმილის საიდუმლო

ჰოლივუდური ღიმილის მთავარი საიდუმლო თეთრი და პრიალა კბილებია, რაც კერამიკული ვინირების საშუალებით მიიღწევა. ვინირები არის საუკეთესო გზა, რომ თქვენი კბილები მუდმივად ჯანსაღად და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს, თქვენ კი ყოველთვის იღიმოდეთ.

ვინირები საკმაოდ ხშირად გამოიყენება სტომატოლოგიური ორთოპედიის მიმართულებით. სტომატოლოგიური ორთოპედია ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ემსახურება და მნიშვნელოვანია როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც პაციენტებსს სურთ აღმოფხვრან, არა მარტო ყბა-კბილთა მწკრივის ფუნქციური პრობლემები, არამედ სურთ ვიზუალურადაც გააუმჯობესონ ღიმილი, ისინი უმეტესწილად ვინირებს ირჩევენ. კერამიკული ვინირების საშუალებით პაციენტი მოკლე დროში აგვარებს კლინიკურ ორთოპედიულ პრობლემას (ღეჭვის ფუნქციის შესუსტება, ტკივილი ყბის სახსარში) და ტკბება „ჰოლივუდის ღიმილით”.

კერამიკული ვინირების გაკეთება 18 წლიდან ანუ თანკბილვის პროცესის დასრულებისთანავე არის შესაძლებელი. ვინირების გაკეთება შეუძლია ყველას, ვისაც კბილებზე არსებული ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა სურს.

მარტივად რომ ვთქვათ, ვინირება კბილების გაუმჯობესების საშუალებაა. ის აუმჯობესებს კბილებს როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციურად. ვინირების საშუალებით უკეთესი ხდება კბილის ფორმა, ფერი, რკალში კბილთა დგომა, ღეჭვის ფუნქცია.

კერამიკული ვინირების დროს 0.2-0.5 სმ სისქის ფაიფურის ფირფიტებით კბილის გარეთა ზედაპირი იფარება. ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბის საჭრელებზე, ეშვებსა და პრემოლარებზე.

როგორც „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ განმარტავენ, ვინირება არსებობს კომპოზიციურიც, თუმცა კერამიკული ვინირება უალტერნატივო საშუალებაა. კომპოზიციური, ანუ ბჟენით დამზადებული ვინირები, მალე კარგავს სიპრიალეს და იცვლის ფერს. მათგან განსხვავებით კერამიკული ვინირები ფერს და ფორმას არ იცვლის, აქვს ბუნებრივი, კბილების შესაბამისი სიპრიალე.

„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ საკმაოდ მოთხოვნადია ვინირ 360. ეს ფუნქციურად იგივეა, რაც კლასიკური ვინირი. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ვინირ 360-ის შემთხვევაში თხელი ფაიფურის ფირფიტებით კბილის მთელი ზედაპირის დაფარვა ხდება. ის კბილის ბუნებრივ ქსოვილს არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან სრულად იცავს. ეს შეიძლება იყოს: ბრუქსიზმი იგივე კბილების კრაჭუნი, დიდი რაოდენობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ა. შ.

ფართო საზოგადოებაში ვინირება კბილების გათეთრებასთან ასოცირდება, თუმცა კერამიკულ ვინირებას მხოლოდ ფერის გასაუმჯობესებლად არ იკეთებენ. ბევრს აწუხებს არათანაბარი ზომისა და ფორმის კბილები, რაც მათ ვიზუალურ დისკომფორტს უქმნის. ვინირების საშუალებით ხდება კბილის ფორმისა და ზომის ცვლილება, ასევე ივსება ცარიელი სივრცეები კბილებს შორის.

კერამიკულ ვინირებას ხშირად იკეთებენ კბილთა ცვეთის დროს. კბილების ფიზიოლოგიური ცვეთა ასაკის მატებასთან ერთად იწყება. ამ დროს ხდება კბილის სიგრძის დამოკლება, თუმცა არ ხდება ფუნქციური ცვლილებები. პათოლოგიური ცვეთა ეწოდება კბილის მაგარი ქსოვილების პროგრესულ განლევას, რის გამოც კბილები მნიშვნელოვნად იცვლიან ფორმას და თანდათან წყვეტენ ნორმალურ ფუნქციონირებას. ასეთ შემთხვევებში კერამიკული ვინირები საუკეთესო საშუალებაა, რომ შეინარჩუნოთ როგორც ლამაზი ღიმილი, ისე ჯანმრთელი პირის ღრუ.

კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ვინირებას აქტიურად მიმართავენ, არის კბილების რკალის სიმეტრიის დარღვევა. რკალის გამოსასწორებლად აუცილებელია კბილების პრეპარირება ანუ გაქლიბვა. გამოთავისუფლებული სივრცეების ხარჯზე კბილთა დგომის ჩასწორება ხდება.

„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ, როგორ უნდა მოუაროთ კერამიკულ ვინირებს:

  • მოერიდეთ ჰორიზონტალურ დატვირთვას, რაც გულისხმობს მყარი საკვების წინა კბილებით გაგლეჯას ან ჩაკბეჩას;
  • მოერიდეთ აბრაზიული კბილის პასტის გამოყენებას;
  • ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს წმენდისა და გეგმური დაკვირვებისთვის. რეგულარული დაკვირვება კი იმის გარანტია, რომ თქვენი ვინირები ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში იქნება;
  • მაღალმჟავიანი პროდუქტების, როგორიცაა ციტრუსები, ღვინო და ა. შ. ხარისხიანი კერამიკული ვინირი სავსებით მდგრადია.