ავტორი:

"ქვეყანას სჭირდება დუღილის ტემპერატურის შემცირება, კანონპროექტებზე მუშაობა და არა "გიჟი ჯაფარა" რომ დარბის და ზომავს, როდის შემოვარდეს პარლამენტში" - ირაკლი ზარქუა

"ქვეყანას სჭირდება დუღილის ტემპერატურის შემცირება, კანონპროექტებზე მუშაობა და არა "გიჟი ჯაფარა" რომ დარბის და ზომავს, როდის შემოვარდეს პარლამენტში" - ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, ეროვნული თანხმობა და რადიკალიზაციის შემცირება საქართველოს ინტერესშია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის ქმედებები ადასტურებს, რომ მათ დიალოგი და ეროვნული თანხმობა არ სურთ.

"საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა და რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ იქვე მივუთითებთ, რომ გამორიცხულია ეს გამოვიდეს. რატომ? იმიტომ, რომ ვიცით, რას ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები, შიდა ლობისტები, თუ გარე ფასიანი ლობისტები. პირველი პუნქტი, რაც გვითხრა ევროკომისიამ, მას არ ასრულებენ და არღვევენ. დამთავრებული არ ჰქონდა 12 პუნქტიანი გეგმის ჩამონათვალი ევროკომისიას და უკვე გადადგომით, ჩამოგდებით და რევოლუციური სცენარებით გვემუქრებოდნენ. ამიტომ, ეს გამორიცხულია. მათ საპასუხოდ, დღეს შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება, მათ შორის შეხვდება ამ რადიკალებსაც, "ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ვინც არიან. მაინც ვხვდებით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ, ამ ქვეყანას სჭირდება დუღილის ტემპერატურის შემცირება, კანონპროექტებზე მუშაობა და არა "გიჟი ჯაფარა" რომ დარბის და ზომავს როდის შემოვარდეს, ახალგაზრდები რომ უნდა ჩაითრიოს ამ უბედურებაში. ჩვენ ეს 20 ივნისს გავიარეთ. ტრაგედია იყო ის, რაც მოხდა“,-განაცხადა ზარქუამ.