ავტორი:

დედოფალ ელისაბედ II-ის ცხედარი ჰოლირუდის სააბატოში გადაასვენეს - ფოტოები სამგლოვიარო ცერემონიიდან

დედოფალ ელისაბედ II-ის ცხედარი ჰოლირუდის სააბატოში გადაასვენეს - ფოტოები სამგლოვიარო ცერემონიიდან

დედოფალ ელისაბედ II-ის ცხედარი გარდაცვალებიდან მესამე დღეს ჰოლირუდის სააბატოში გადაასვენეს, საიდანაც სამშაბათს მას ლონდონში გადაიყვანენ. დედოფალს 72 წლის პრინცესა ანა მიაცილებდა, რომელსაც ვესექსის გრაფინია და დედოფლის უმცროსი ვაჟის, პრინც ედვარდის მეუღლე, სოფია ამშვიდებდა. ელისაბედის ცხედარს ედვარდთან ერთად მისი ძმა, პრინცი ენდრიუც მიაცილებდა. ძმებს ტრადიციული შოტლანდიური მწვანე კილტები ეცვათ.

დღეს დედოფალს ედინბურგის წმინდა ჯაილზის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. ჰოლირუდის ოფიციალური სასახლიდან ტაძრამდე მსვლელობას მეფე ჩარლზ III გაუძღვება. დედოფალი აქ 1 დღეს დაჰყოფს, სამშაბათს კი ლონდონში გადაიყვანენ. ბოლო ცნობებით, მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა უკვე ჩაფრინდნენ შოტლანდიაში. ჰოლირუდის სასახლესთან შეკრებილი ხალხი ხელს უქნევდა და ტაშის კვრით მიაცილებდა მეფის ლიმუზინს.

მანამდე, ნაშუადღევს, ბრიტანეთის ახალი მეფე და კამილა, დედოფალი კონსორტი, პარლამენტში გამოჩნდნენ, სადაც სპიკერებისა და ლორდებისგან სამძიმარი მიიღეს. ჩარლზმა მათ გამოსვლებისთვის მადლობა გადაუხადა და პატივი მიაგო გარდაცვლილ „ძვირფას დედასა და დედოფალს“.

ჯონ მაკფოლმა, ყოფილმა პარლამენტარმა, რომელიც ახლა სპიკრია, თავის გამოსვლაში ისაუბრა, რომ დედოფალი ხალხის ლიდერობასთან ერთად, მათი მსახურიც იყო. მან ადიდა ელისაბედ II და ის „მხიარულ და შეუპოვარ ადამიანად დაახასიათა, რომელიც ყველას თავდაჯერებას ჰმატებდა. დედოფალს პატივი მიაგო პარლამენტის სპიკერმა, ლინდსი ჰოილმცა და დანანებით თქვა, რომ დედოფლის გარდაცვალება "დანაკარგია, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო იგრძნობა".

დღეს ახალი მეფე ჰოლირუდჰაუსში შოტლანდიის პირველ მინისტრს, ნიკოლა სტარჯენსსაც შეხვდება.

წმინდა ჯაილზის საკათედრო ტაძარი

ელისაბედ II-ის შვილიშვილმა, პრინცმა ჰარიმ, თავისივე გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა, დედოფალი დაახასიათა, როგორც ერის "მმართველი კომპასი" და შეაქო მისი "ურყევი მადლი და ღირსება".

ამასობაში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ კვირას, დედოფლის დაკრძალვის წინა დღეს, მას ერი წუთიერი დუმილით მიაგებს პატივს.

წყარო: nbcnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა