ავტორი:

"დააყადაღეს არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ნათესავებისა და მამაჩემის დაცვის ქონებაც" - რას წერს გოგაშვილის ქალიშვილი?

"დააყადაღეს არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ნათესავებისა და მამაჩემის დაცვის ქონებაც" - რას წერს გოგაშვილის ქალიშვილი?

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ქალიშვილი წერს, რომ მათი ოჯახის ქონება დაყადაღებულია. პოსტს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"დააყადაღეს არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ნათესავებისა და მამაჩემის დაცვის ქონებაც. მეზობლებო, ნაცნობებო, მეგობრებო, კლასელებო, ყოფილო თანამშრომლებო და ყველა, ვისთანაც გვქონია კომუნიკაცია ან უბრალოდ ერთმანეთისთვის შეგვიხედავს უსიტყვოდ - აპატიეთ ბიძინას, თუ ხვალ თქვენს ქონებასაც დააყადაღებს, ცუდ განწყობაზეა, მამაჩემმა გააბრაზა და გაუგეთ, აქვს მიზეზი… ბრძოლა გრძელდება!გოგაშვილები VS პუტინის ბიძინა & რუსული ოცნება" - წერს ნინი გოგაშვილი.

ნახეთ ასევე: