ავტორი:

დედოფალ ელისაბედთან გამოსამშვიდობებლად ათასობით მოქალაქე შეიკრიბა

დედოფალ ელისაბედთან გამოსამშვიდობებლად ათასობით მოქალაქე შეიკრიბა

ედინბურგის ტაძარში დედოფალს სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც ემშვიდობებიან.

ტაძართან მთელი ღამის განმავლობაში ათასობით ადამიანი იდგა რიგში, ზოგიერთი მათგანი მცირეწლოვანი ბავშვებით და დედოფალს ემოციურად ემშვიდობებოდა.

დედოფლისთვის პატივის მისაგებად ტრადიციული ცერემონია გაიმართა, რომელშიც მეფე ჩარლზი, მისი და პრინცესა ანა და ძმები – პრინცი ენდრიუ და პრინცი ედვარდი მონაწილეობდნენ.

ელისაბედ მეორის ცხედარს დღეს ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში გადაასვენებენ, სადაც მას მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე, დედოფალი-კონსორტი კამილა დახვდებიან.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალს 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.