ავტორი:

"ირპენში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაიხსნება“ - გიგა მაქარაშვილი

"ირპენში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაიხსნება“ - გიგა მაქარაშვილი

ირპენში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაიხსნება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.

"ვეღარ ძლებს გული, უნდა გითხრათ ირპენის მერია დაგვთანხმდა! ქალაქში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაჩნდება და ამ ქუჩაზე ჩვენ კოხტა მემორიალურ სკვერს მოვაწყობთ. მალე პროექტიც გამზადდება და ჩვენებურად, გემრიელად მივხედოთ საქმეს რაც მტრობას დაუნგრევია,სიყვარულს უშენებია“, - წერს მაქარაშვილი.