ავტორი:

რუსული მედია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან

რუსული მედია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან

რუსეთის მოქალაქეების ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან, - ინფორმაციას რუსული მედია ტრაპიზონში რუსეთის გენერალურ საკონსულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შესახებ საჩივრები საკონსულოში კვირაში რამდენჯერმე შედის.

"სამწუხაროდ, საქართველოს მესაზღვრეები არ განმარტავენ უარის თქმის მიზეზებს“, - აცხადებენ გენერალურ საკონსულოში.

ამასთან, გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, სექტემბერში რუსებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების დინამიკა აგვისტოს ბოლოსთან შედარებით შემცირებულია, რადგან აგვისტოში მესაზღვრეების ქმედებებზე საჩივრები თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდებოდა.