ლეგენდარული ფრანგი რეჟისორი, ჟან-ლუკ გოდარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ფრანგი რეჟისორი, ჟან-ლუკ გოდარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგული "ახალი ტალღის“ წამყვანი რეჟისორი, ჟან-ლუკ გოდარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოდარის გარდაცვალების შესახებ ფრანგული გაზეთი Liberation იტყობინება.

1930 წელს პარიზში დაბადებული გოდარი გაიზარდა და სწავლობდა ნიონში, შვეიცარიაში. 1949 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ის პარიზში დაბრუნდა და თავი დაიმკვიდრა ქალაქის კინოკლუბებში ფილმების კრიტიკოსთა მზარდ ჯგუფში, ის პარალელურად კინოჟურნალებისთვისაც წერდა სტატიებს.

ჟან-ლუკ გოდარი და ფრანგი მსახიობი ანა კარინა

ერიკ რომერთან, ჟაკ რივეტთან და ფრანსუა ტრიუფოსთან ერთად, პარიზში დაბადებული გოდარი Nouvelle Vague-ის მიმდინარეობის ცენტრალური ფიგურა იყო. კინოს ეს ექსპერიმენტალური მოძრაობა 1950-იანი წლების ბოლოს გაჩნდა საფრანგეთში. ჟან-ლუკ გოდარი ისეთი საკულტო ფილმების გადაღებითაა ცნობილი, როგორიცაა "Breathless”, “Alphaville” და "Le Petit Soldat". მისი რამდენიმე ფილმი ხშირად ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიაში მოიხსენიება.

კადრი ფილმიდან "Breathless"

წყარო: independent

მოამზადა: ანა სიბოშვილმა