ლოს ანჯელესში "ემის" რიგით 74-ე დაჯილდოება გაიმართა. საღამოს თვალსაჩინო ფავორიტები იყო “The White Lotus,” “Ted Lasso” და “Succession” .
"თეთრმა ლოტოსმა“ საუკეთესო მინისერიალის, საუკეთესო სცენარის და საუკეთესო რეჟისურის ნომინაციებში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, აგრეთვე "ტედ ლასო“, რომელმაც საუკეთესო კომედიის ნომინაციაში გაიმარჯვა.
დაჯილდოებაზე ყველაზე მეტ, 25 ნომინაციაზე, სატელევიზიო სერიალი Succession ("მემკვიდრეობა“) იყო წარდგენილი და საუკეთესო დრამის ჯილდოც მოიპოვა. ამავე დრამის მსახიობმა, მეთიუ მაკფადიენმა კი საუკეთსო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიიღო პრიზი.
შერილ ლი რალფმა მოიგო თავისი პირველი "ემი" საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლისთვის, ფილმში Abbott Elementary, რის შემდეგაც იგი გახდა მეორე შავკანიანი ქალი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
გამარჯვებულთა შორის აღსანიშნავია "კალმარის თამაშების“ მსახიობი ლი იუნგ-ჯე. ის პირველი აზიელი ვარსკვლავი გახდა, რომელსაც "ემის" ჯილდო "დრამაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობის" ნომინაციაში აქვს მიღებული.
თვალი გადავავლოთ "ემის" დაჯილდოების წითელ ხალიჩასაც:









წყარო: usmagazine
მოამზადა: ანა სიბოშვილმა