ავტორი:

ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვაზე მოსაწვევები რუსეთის, ბელორუსის და მიანმარის ლიდერებს არ გაუგზავნეს

ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვაზე მოსაწვევები რუსეთის, ბელორუსის და მიანმარის ლიდერებს არ გაუგზავნეს

Whitehall-ის წყაროების განცხადებით, დედოფლის სახელმწიფო დაკრძალვაზე დასასწრები მოსაწვევები არ გაგზავნილა რუსეთში, ბელორუსში და მიანმარში, ირანი კი მხოლოდ ელჩების დონეზე იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებას, რომელიც ლონდონში ჩატარდება, 500-მდე წარჩინებული პირი დაესწრება მთელი მსოფლიოდან, რათა პატივი მიაგონ მონარქს. ისინი სამეფო ოჯახის წევრებს და დიდი ბრიტანეთის ძველ და ახლანდელ პრემიერ მინისტრებს ვესტმინსტერის სააბატოში შეუერთდებიან, ისტორიულ ეკლესიაში, რომელიც დაახლოებით 2 000 ადამიანს იტევს. დაკრძალვა მომავალ ორშაბათს, დილის 11 საათზე ჩატარდება.

ვესტმინსტერის სააბატო

„ბოლო ათწლეულების მანძილზე, ეს არის ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვუმასპინძლებთ“, - თქვა Whitehall-ის წყარომ.

მოსაწვევები შაბათ-კვირას იმ ქვეყნებთან გაიგზავნა, რომლებთანაც დიდ ბრიტანეთს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც განაცხადა, რომ ის თავის მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად მიფრინავდა. ქვეყნების უმეტესობისთვის მოწვევა ვრცელდება სახელმწიფოს მეთაურებსა და მათ მიერ შერჩეულ ერთ სტუმარზე. თუმცა, ამჯერად, რუსეთის, ბელორუსის და მიანმარის ლიდერებს მოწვევები არ მიუღიათ.

დედოფლის ცხედარი ვესტმინსტერის დარბაზში ორშაბათამდე დარჩება, შემდეგ კი მას ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალვის ცერემონიისთვის გადაიყვანენ.

წყარო:thestar

მოამზადა: ანა სიბოშვილმა